ლაზეროთერაპია

      თანამედროვე ფიზიოთერაპიაში ლაზეროთერაპიას უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი სწორი გამოყენება ნიშნავს დაავადების განკურნებისკენ გადადგმულ ყველაზე ეფექტურ, პარალელურად- არამედიკამენტოზურ ნაბიჯს. ფიზიოთერაპიაში გამოიყენება როგორც დიათერმული (ე.წ. თბილი), ასევე- ქვანტური (ე.წ. ცივი) ლაზერი. ანთებების და ტკივილის მოსახსნელად სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება. ჩვენს რეაბილიტაციის (მასაჟის და ფიზიოთერაპიის) ცენტრში პრაქტიკულად მკურნალი ექიმის მიერ შერჩეული ნებისმიერი დანიშნულების შესრულებაა შესაძლებელი. ეს ეხება ლაზეროთერაპიასაც. გვაქვს შემდეგი სახეობის აპარატები: თერმოლაზერები (გამოიყენება ძირითადად კუნთოვანი და რბილი ქსოვილების დაავადებებისას) , მაგნიტური ლაზერი (იდეალურია სახსრების და ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიებისას), იმპულსური ქვანტური ლაზერის აპარატი “რიქტა 04” (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის აკუპუნქტურული და მობილური დასხივებისთვის პრაქტიკულად ყველა დაავადებების დროს) და უნივერსალური ლაზეროთერაპიის აპარატი (2023 წლის გამოშვება)- რომელიც გარდა ძვალ-სახსროვანი სისტემისა წარმატებით გამოიყენება სპეციალური სეგმენტებისთვის: ყური, ცხვირი, ყელი- მოჰყვება რა სპეციალური თავაკები (დამსხივებლები)…

         ქვანტური (ცივი) ლაზერი პრაქტიკულად მოიცავს მზის გამის თითქმის ყველა ხილულ თუ უხილავ სხივს და აკეთებს ორგანიზმისთვის უჯრედების დონეზე იმას, რასაც მზე – დედამიწისთვის: აღადგენს, რეგენერირებს, ქმნის, ჰბადებს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დაავადებულ სეგმენტში არა მარტო ტკივილს ამცირებს, არამედ მობილიზებას უკეთებს სასიცოცხლო ძალებს, თავად ებრძოლოს ამ ტკივილს და დაიწყოს თვითგაჯანსაღება. ბოლო წლებში აქტიურად დაიწყეს ლაზეროთერაპიის გამოყენება ცხოველებშიც სახსრების და ტრავმირებული ძვლების სამკურნალოდ.

           ჩვენს ცენტრში ლაზეროთერაპია გამოიყენება როგორც მონოპროცედურის სახით (ანუ მაშინ, როცა მკურნალი ნერვოლოგი ან რევმატოლოგი მის მიერ ჩატარებული მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ უნიშნავს მხოლოდ ლაზეროთერაპიას), ასევე- კომპლექსურ მკურნალობაში სხვა ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად.

            ლაზერის უნივერსალურმა აპარატმა დადებითი შედეგები მოგვცა იმ მიმართულებითაც, რაც არ წარმოადგენდა ჩვენს ძირითად სფეროს: რინიტის, სინუსიტის, ტინიტუსის, ფარისებრი ჯირყვალის – ჩიყვის და სხვა სპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ.

             ქვანტური ლაზერის ერთადერთი უკუჩვენება არის სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა უშუალოდ დასახივებელ ზონაში. ამიტომ ამ პროცედური ჩატარება სავსებით სასარგებლოა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანებისთვის: შემოუშვით მზე თქვენს სხეულში! 🙂

ლაზეროთერაპიის პროცედურის ფასი ერთ სეგმენტში 20 ლარია, 2 სეგმენტში- მხოლოდ 30 ლარი!

ჯაბა კოხრეიძე. ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრის “სერაფიტის” მთავარი სპეციალისტი, ტელ.558.212.755. მისამართი: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 5.

Posted in ფიზიოთერაპია | Tagged , , | დატოვე კომენტარი

ართროზის მკურნალობა

ართროზი სახსრის ქრონიკული მადეგენერირებელი დაავადებაა, რომლის დროსაც დიაგნოსტიკურ სურათზე ჩანს სახრის სტრუქტურული ცვლილებები, სინოვიალური სითხის განლევა ან მატება, სახსარში დაკავშირებული ძვლების ფიზიოლოგიური დისტანციის დარღვევა (ან დაახლოება ზედმეტად ან დაშორება)…შედარებისთვის: ართრიტი სახსრის ანთებაა, რომლის დროსაც ფიზიოლოგიური საზღვრები (ნორმები) ხშირად შეუცვლელია, ამიტომ რაიმე მანუალურ მანიპულაციებს ამ მიმართულებით კატეგორიულად არ საჭიროებს- მეტიც, ართრიტის დროს დაუშვებელია მასაჟი, თერმოპროცედურები და ძირითადი აქცენტი გადადის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების ზომიერ გამოყენებასა და კონკრეტულ (შეზღუდულ) ფიზიოთერაპიულ პროცედურებზე.

ართროზის მკურნალობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიოთერაპიას, საიდანაც გამოვყოფთ მედიკამენტოზურ ორ მეთოდს: ელექტროფორეზს და ფონოფორეზს. ანამნეზის მიხედვით შეიძლება ორივე შევარჩიოთ ერთ სეანსში (ვიზიტზე), ან-მხოლოდ ერთი (პოლიართროზის დროს უმჯობესია შევარჩიოთ მხოლოდ ფონოფორეზი, რადგან ელექტროფორეზის დროს შეზღუდული ვართ სამიზნე სახსრების რაოდენობით). ფონოფორეზი საშუალებას იძლევა, ერთ სეანსში რამდენიმე სახსარზე მოვახდინოთ ზემოქმედება ყოველგვარი ზედოზირების გარეშე.

ლაზეროთერაპია (ქვანტური ლაზერი) ითვლება სახსრის უნივერსალურ სამკურნალო მეთოდად ართროზის და ართრიტის შემთხვევაში. თუმცა რეაბილიტოლოგები ვთანხმდებით იმაზე, რომ უმს (ულტრა მაღალი სიხშირის) თერაპია წარმოადგენს სახსრის სამკურნალო ყველაზე ეფექტურ მეთოდს. ეს მიმართულება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოიგონეს (უფრო მეტად ცნობილია, როგორ აბრეავიტურებით: УВЧ და UHF ), თუმცა მისი ტექნოლოგიური სრულჰყოფა მუდმივად გრძელდება და დღეს თანამედროვე უმს აპარატები თითქოს სპეციალურად სახსართა მკურნალობისთვისაა გამოგონებული: ისინი ერთნაირად წარმატებით მკურნალობს სახსრის პრაქტიკულად ყველ დაზიანებას…

სახსრის მკურნალობაში უმნიშვნელოვანესია სწორი ტრაქცია-იზომეტრია (გაჭიმვა). ზუსტი დიაგნოზი ამ დროს აუცილებელია: თუ სახსრის მიერ შეერთებული ორი ძვალი ერთმანეთს ისედაც დაშორებულია (დისპლაზირებულია), მაშინ ტრაქცია არაა რეკომენდირებული.

მასაჟი მიმდებარე კუნთებსა და ქსოვილებში საუკეთესოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აგრეთვე: ნერვულ, სისხლის და ლიმფურ სისტემებს. სწორედ ესაა საჭირო სახსრის მომარაგებისთვის საჭირო მინერალებით, ვიტამინებით, რესურსებით. სახსრის ტროფიკა (კვება) უცებ ვერ აღდგება, ამიტომ ფიზიოთერაპიული პროცედურების პარალელურად რეკომენდირებულია საკვები დანამატები და მედიკამენტებიც კი გლუკოზამინის, ჰონდროიტინის, მსმ-ის შემადგენლობით!

ჩვენს მასაჟის და ფიზიოთერაპიის ცენტრში აბსოლუტურად ყველა სამკურნალო მეთოდი და საშუალებაა დაავადებული სახსრის სამკურნალოდ. მთავარია: 1. მოიტანოთ ზუსტი დანიშნულება თქვენი მკურნალი ექიმისგან, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება დეტალურად, რა პროცედურები უნდა ჩაიტაროთ რეაბილიტაციის ცენტრში. 2. თუ ასეთი დანიშნულება არ გაქვთ, უნდა მოიტანოთ აუცილებლად ზუსტი დიაგნოზი (ტომოგრაფიის სურათი და დასკვნა) და გაიაროთ კონსულტაცია პირადად ჩემთან , რომ შეგირჩიოთ თქვენი ანამნეზის შესაბამისი ზუსტი დანიშნულება.

#უმს #უვეჩე #ართროზი

ვიზიტის დაჯავშნა ხდება მხოლოდ ტელეფონით: 558.212.755. კითხვებზე პასუხი კი შესაძლებელია ამ საიტზეც, ფეისბუქზეც: ჯანმრთელობის ცენტრი სერაფიტი ან ჯაბა კოხრეიძის ფიზიოთერაპიის ცენტრი.

ჯაბა კოხრეიძე. ფიზიოთერაპევტი. კლინიკა “სერაფიტის” მთავარი სპეციალისტი

უმს თერაპია მალთაშუა სახსრებზე კლინიკა "სერაფიტში"
Posted in სახსრის მკურნალობა: ართროზი, ართრიტი | Tagged , , | დატოვე კომენტარი

რას ნიშნავს “ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი”?

👍 თავიდანვე ავღნიშნავ, რომ ეს არაა სპა- სარელაქსაციო მასაჟი. ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი (ღქმ) შედარებით ინტენსიური, ძლიერი და ღრმა მასაჟია იმ ილეთებით, რომელიც ამუშავებს არა მხოლოდ კანს ზედაპირულად, არამედ- კანქვეშა ქსოვილებს მინიმუმ 3-4 სანტიმეტრის სიღრმეში…

✌️ღქმ პროფესიონალმა უნდა შეასრულოს, ანუ- იმან, ვინც იცის სხეულის საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის სამივე ძირითადი სტრუქტურის საზღვრები (ძვლები, ხრტილები, კუნთები). რეაბილიტოლოგმა უნდა იცოდეს თითოეული კუნთის პარამეტრები, ამოიცნოს მათი ტონუსი და შესაბამისი რეგულაციებით შეასრულოს მასაჟი!

👌 ღქმ-ის ერთ- ერთი მთავარი მიზანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური წერტილების დამუშავება! აკუპუნქტურული მასაჟი (ხელით, აპარატით, ნემსებით…) იწვევს სხეულის ენერგეტიკის განახლებას, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას, წამყვანი ფიზიოლოგიური სისტემების (სისხლის, ლიმფები, ნერვული) აღმავლობას….

🤝 კლინიკა “სერაფიტში” ღრმა ქსოვილოვან მასაჟს მხოლოდ გამოცდილი რეაბილიტოლოგები ასრულებენ. პროცედურა 60-70 წუთი გრძელდება და ყველა სახარჯი მასალის გათვალისწინებით ღირს 70 ლარი.

👌 გახსოვდეთ: პერიოდულად (სტაბილურად) ჩატარებული ღქმ თავიდან აგაცილებთ ხერხემლის და სახსართა ქრონიკულ დაავადებებს!

☎️ დაჯავშნეთ საჭირო ვიზიტი ტელ: 558.212.755

Posted in გამაჯანსაღებელი მასაჟი, massage in Tbilisi | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ფიზიოთერაპია ბინაზე ვიზიტით

♻️ ხშირად პაციენტი ვერ ახერხებს კლინიკაში ვიზიტს ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩასატარებლად. კლინიკა “სერაფიტი” საჭიროების და შეთანხმების საფუძველზე უზრუნველჰყოფს კვალიფიციური მედიკოსების მივლინებას მკურნალი ექიმის დანიშნული პროცედურების ჩასატარებლად.

♻️ რეკომენდირებულია, პირველი ვიზიტი თავად პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა გააკეთოს კლინიკაში, სადაც საშუალება გვექნება დანიშნულების გაცნობის, ანამნეზის შეკრების და ფიზიოთერაპიული პროცედურების სიმძლავრეთა პარამეტრების დაზუსტების! ამ პარამეტრებით უნდა იხელმძღვანელოს შემდეგ ბინაზე მივლინებულმა მედპერსონალმა.

♻️ ფასები განისაზღვრება შერჩეული პროცედურების მიხედვით. ფაქტიურად ეს ფასები ამბულატორიული ფასების ტოლფასია.

♻️ პროცედურები ბინაზე ვიზიტით:

1.სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მასაჟები 2.ელექტროფორეზი 3.ფონოფორეზი. 4.ლაზეროთერაპია. 5.სამკურნალო ვარჯიშები. 6.ელექტრო სტიმულაცია. 7.მაგნიტოთერაპია. 8.აკუპუნქტურა…

#ფიზიოთერაპიაბინაზემისვლით

#ბინაზემკურნალობა

☎️ ვიზიტების დაჯავშნა: 558.212.755

1. სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მასაჟები 2. ფიზიოთერაპია.

Posted in ბინაზე ვიზი | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ინფრაწითელი საუნა თბილისში (კლინიკა “სერაფიტი”)

ინფრაწითელ საუნას, იგივე “იაპონურ ოთახს”, თანამედროვე საოცრებას სამართლიანად უწოდებენ. და ეს ყველაფერი იმ სიკეთეების გამო, რაზეც ქვემოთ გიამბობთ.

სიკეთე #1 – კოსმეტოლოგიური.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის ჩატარების დროს ადამიანის კანის ფორები ფართოდ იხსნება და ოფლთან ერთად გამოიდევნება წიდები და ტოქსინები(როგორც მეცნიერები ამტკიცებენ გამონადენის 20 %-მდე). ასევე ხდება დიდი რაოდენობით ცხიმების დაწვა. პირველივე პროცედურის შემდეგ ნახავთ, რომ თქვენი კანი გახდა გაცილებით გლუვი და სწორი, ხოლო უკვე მე-3 პროცედურის შემდეგ კანი ხდება ისეთივე ნაზი, როგორიც ახალშობილებს აქვთ.

სიკეთე #2 – წონის დაკლება უსაფრთხოდ.

ჩვენს ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დაწყებიდან დაახლოებით 7-10 წუთში ადამიანი იწყებს “კარაქივით ლღობას”, ხდება ოფლის ინტენსიური გამოყოფა და ასე გრძელდება დარჩენილი ნახევარი საათი,პროცედურის დამთავრებამდე. 40 წუთის განმავლობაში ერთი კგ- ზე მეტი ოფლი და ცხიმი გამოიყოფა ყოველ პროცედურაზე. იწვება იმდენივე კალორია, რაც 10000 მეტრ დისტანციის გარბენისას დაიხარჯებოდა. სხვაობა ის არის, რომ 10 კმ-ზე სირბილის დროს ადამიანი იღლება, ხოლო ინფრაწითელ საუნაში პროცედურის შემდეგ, პირიქით, ადამიანი ივსება უფრო მეტი ენერგიით, უფრო ღონიერი და გონიერი ხდება, ვიდრე პროცედურის დაწყებამდე იყო.

სიკეთე#3 – სუნი

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დროს ხდება დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფა. ოფლთან ერთად გამოიყოფა ტოქსინები და წიდები. ამის გამო, ინფრაწითელ საუნაში პროცედურის მიღების შემდგომ 5-10 დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმიდან ძალიან ცოტა ოფლი გამოიყოფა და რაც ყველაზე მთავარია, ოფლს სუნი აღარ აქვს!!!

სიკეთე #4 – ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ზურგისა და სახსრების ტკივილი მომენტალურად ქრება ინფრაწითელ საუნაში შესვლისთანავე. ტკივილის გასაყუჩებლად საკმარისია შესვლის წინ 10-15 წუთით ადრე ჩართვა და არ არის აუცილებელი ტანსაცმლის გახდა და ოფლად დაღვრა. საკმარისია შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ( 30-35 გრადუსი), ოფლის მოდინების გარეშე, 10-15 წუთით ინფრაწითელ საუნაში შესვლა. აქ მთავარი გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების გარემოცვაში მოხვედრაა!!!კლინიკა “სერაფიტის” კომპლექსური მკურნალობის სრული პაკეტის მფლობელთათვის საუნით სარგებლობა უფასოა. ❤️

სიკეთე #5 – იმუნიტეტი.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დროს, ადამიანის სხეულის ტემპერატურა მატულობს 1-1,5 გრადუსით. მოგეხსენებათ, ადამიანის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ირთვება ადამიანის იმუნური სისტემა, რათა მოერიოს ანთებით პროცესებს. ამიტომაც, ინფრაწითელ საუნაში პროცედურების რეგულარული ჩატარება, ამაღლებს ადამიანის იმუნიტეტს!!!

სიკეთე #6 – ტრამვირების შემდგომი რეაბილიტაცია.

ინფრაწითელ საუნაში, შესვლისთანავე, ადამიანის სხეული ეხვევა გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების გარემოცვაში და თუ რომელიმე კუნთი და ძარღვი დაჭიმულია ან დაჟეჟილია, იგი მომენტალურად თბება და ტკივილი ყუჩდება ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე. ეს მდგომარეობა გარკვეული ვარჯიშების ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ასევე, რადგანაც გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივი აღწევს ადამიანის სხეულში 3-4 სმ-ზე, იგი ხელს უწყობს დაზიანებული ადგილის მოშუშებას. ეს ყველაფერი რამოდენიმეჯერ ამცირებს პოსტტრამვატულ რეაბილიტაციის ვადებსა და მასზე დანახარჯებს!!!

სიკეთე # 7 – ცხიმების დაწვა.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურის დროს ხდება ოფლის ინტენსიური გამოყოფა. ოფლთან ერთად გამოიდევნება დიდი რაოდენობით ცხიმი. ინფრაწითელ საუნაში პროცედურის შემდეგ ადამიანს რამოდენიმე დღის განმავლობაში უმცირდება ოფლის გამოყოფა და აღარ უცხიმიანდება კანი, რაც ადამიანის სახეს, განსაკუთრებით ცხვირს ახასიათებს. ამავე დროს კანი არ შრება, პირიქით, კანი ხდება ბარხატივით – ელასტიური, გლუვი და ნაზი!!!

სიკეთე #8 – ლიბიდოს და პოტენციის ამაღლება.

ინფრაწითელ საუნაში პროცედურების დროს, გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივები ღრმად აღწევენ ადამიანის ორგანიზმში, რის გამოც მათი პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ექცევიან ადამიანის ორგანოები, მათ შორის მამაკაცებში პროსტატა და ქალებში საშვილოსნო და საკვერცხეები.

ინფრაწითელ საუნაში პირველივე პროცედურის შემდეგ ადამიანი გრძნობს ლიბიდოს მომატებას!!!

დაჯავშნა ტელეფონზე: 558.212.755.

30-40 წუთიანი პროცედური ფასი მხოლოდ 40 ლარია!

#infraredsaunaintbilisi

#ინფრაწითელისაუნა

Posted in ინფრაწითელი საუნა | Tagged , , | დატოვე კომენტარი

კლინიკა “სერაფიტის” სამუშაო გრაფიკი და პრინციპები

👌 ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი” მუშაობს მასაჟის, ფიზიოთერაპიის და კოსმეტოლოგიის მიმართულებით ინდივიდუალური პროგრამებით, რაც მოითხოვს მეტ დროს და ენერგიას სპეციალისტის მხრიდან. სამუშაო საათებია 10.00- 19.00 სთ. ამ დროის შემდეგ მიღებული ნებისმიერი მომსახურეობა (პროცედურა, კონსულტაცია თუ ლექცია) ღირს სტანდარტულ ფასზე 50%-ით მეტი.

✌️ კლინიკა “სერაფიტი” არის ფიზიოთერაპიის ცენტრი, სადაც ტარდება მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული პრაქტიკულად ნებისმიერი პროცედურა: მოითხოვეთ თქვენი ექიმისგან ზუსტი (და არა- ზოგადი) დანიშნულება და ჩაიტარეთ ეს პროცედურები უახლოესი ტექნოლოგიებით, მისაღები ფასებით- საუკეთესო გარემოში!

✌️👉 კლინიკა “სერაფიტი” გთავაზობთ თანამედროვე აღჭურვილობას, მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო პროგრამებს, კომპლექსურ მეთოდიკას – სასიამოვნო, ოჯახურ გარემოში! დაჯავშნე ნებისმიერი მიზეზით ვიზიტი წინასწარ: ☎️558.212.755!

გაითვალისწინე: 👍 არასდროს მოხვიდე ჩვენთან ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის გარეშე! ✌️ დეტალური ინფორმაცია, შესაძლებელია, მიიღო ჩვენს გვერდებზე სოციალურ ქსელში: კლინიკა “სერაფიტი” ან ჯანმრთელობის ცენტრი სერაფიტი, სადაც თქვენს კითხვებს სწორედ კლინიკის წამყვანი სპეციალისტები (მათ შორის- ჯამბულ /ჯაბა/ კოხრეიძე) პასუხობენ. პასუხმა შეიძლება, რამდენიმე საათი დააგვიანოს, რადგან ჩვენ მთელი დღე პროცედურებზე ვართ! ამიტომ- დაგველოდეთ!❤️. 👍✌️ რაც შეეხება ფასს! აბსულუტურად ღიად ფასწარმოქმნის პილიტიკაზე ვსაუბრობთ ჩვენს სოციალურ გვერდებზეც და- პირადად პაციენტებთან. ფასი დამოკიდებულია შერჩეულ პროცედურებზე, სახარჯ მედიკამენტებზე, ექიმის დანიშნულებაზე…ჩვენი სარეაბილიტაციო კლინიკა უმაღლეს ტექნოლოგიებს და ძალიან ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს პაციენტებს. ჩვენ კერძო, თვითდაფინანსებაზე მყოფი ჯანმრთელობის ცენტრი ვართ!❤️.

Posted in კლინიკა "სერაფიტის" პროცედურები | დატოვე კომენტარი

გამაჯანსაღებელი მასაჟი

👉 ზურგის ბიოაქტიური მანუალურ- www.facebook.com/1129489203758259/posts/8105211792852597/

ხელით მასაჟი+აპარატული მასაჟი + ვაკუუმ-თერაპია (მშრალი ჰიჯამა) ჩვენი კლინიკის დიდოსტატებისგან!!!

☎️ 558.212.755 !

🤝 ფასი- 70 ლარი!

✌️ პროცედურის ხანგრძლივობა – 60 წუთი!

http://www.serafiti.com

❤️❤️❤️❤️

👉 bioactive manual back massage + vacuum therapy (dry hijama) from the great masters of our clinic!!!

☎️ 558.212.755!

🤝 Price – 70 GEL!

✌️ duration of the procedure – 60 minutes!

#massageintbilisi #hijamaintbilisi

Posted in massage in Tbilisi | დატოვე კომენტარი

მადლიერი პაციენტები (გამოხმაურება, კომენტარი, წერილი)

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კლინიკა სერაფიტი ის ხელმძღვნელს ბატონ ჯაბა კოხრეიძეს და მის მთელს გუნდს ასეთი მაგარი შედეგისთვის.მადლობა იმისთვის, რომ არდაიშურეს მთელი თავისი ენერგია და დრო რომ ლიზის მაგარი შედეგი ქონოდა.მდლობა თქვენ ყველას .

მე-4 ხარისხიდან ორი კურსის შემდეგ ვიღებთ მესამე ხარისხს! (იხ. N1 ფოტო👇🏿)
☝️ ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ ვითარების შენარჩუნებაზე, არამედ- გაუმჯობესებაზე!
✌️ წარმატებას განაპირობებს: პროფესიონალთა გუნდი, თანამშრომლობა პაციენტთან, კომპლექსური მიდგომის კონცეფცია
☎️ 558 212 755 კლინიკასერაფიტი
მის: ჯანო ბაგრატიონის 8 (მეტრო სამედიცინოსთან)

 

 

———————————————-

მადლიერი პაციენტების ასეთი კომენტარები კიდევ უფრო გვმატებს მხნეობას და მონდომებას! (ტექსტი: 10 წუთი

მივესალმები ყველას. მე დიანა ქორიძე ვარ, 44 წლის. “სერაფიტში” მივედი წელის ლ4-ლ5 მალთაშუა დისკის 8 მმ-იანი თიაქრით მას შემდეგ, რაც 3 წელიწადი პრაქტიკულად შემოვიარე მთელი თბილისი,რა ნემსები, რა მალამოები არ გამოვცადე…ბატონი ჯაბა კოხრეიძის მეთვალყურეობით ამ ცენტრში რამდენიმე პროცედურა დამენიშნა ერთდროულად: ულტრაბერა, ლაზერი, დაჭიმვები, ვარჯიშები, მასაჟი, დენით კუნთების სტიმულაცია…ცალკ-ცალკე ესენი მანამდეც გაკეთებული მქონდა…მაგრამ კომპლექსურად და რაღაც სწორი თანამიმდევრობით პირველად გავიკეთე კლინიკა “სერაფიტში”…15 დღიანი მკურნალობა დამჭირდა, თუმცა 5 თუ 6 დღის შემდეგ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი….ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა. მადლობა ბატონ ჯაბა კოხრეიძეს. გულისხმიერ და კარგ ექიმს, მადლობა ჩემს მასაჟისტს -ნინოს, ასევე ძალიან გულისხმიერ ქალბატონს. მე დღეს ვტოვებ საქართველოს და 6-7 თვეში ისევ დავბრუნდები, აუცილებლად გავიმეორებ კურსს…დაგლოცოთ უფალმა, ბატონებო.)

კისრის ოსტეოქონდროზი.ხერხემლის ოსტეოქონდროზი

Posted in მადლიერი პაციენტები, Uncategorized | Tagged , | 1 კომენტარი

ელექტროფორეზი კარიპაზიმით

ელექტროფორეზი კარიპაზიმით -ხერხემლის ოსტეოქონდროზის, თიაქრის ყველა სახეობის (პროტრუზია, პროლაფსი, არაფრაგმენტული სეკვესტრი) მკურნალობის საუკეთესო მეთოდად რჩება!

☝️კარიპაზიმის იონები აქრობს ანთებას, ტკივილის კერებს, იწვევს თიაქრის და ნეკროზული უჯრედების გაწოვას, აუმჯობესებს მთელ სეგმენტში სისხლის მიმოქცევას, იწყებს ენერგეტიკული აღდგენის შეუქცევად პროცესს!

✌️რეკომენდირებულია წელიწადში 2-3 კურსი 20-დღიანი მკურნალობით (კურსების რაოდენობა და შუალედი განისაზღვრება ექიმის მიერ).

👌 კლინიკა სერაფიტიში ფიზიოთერაპიის სამივე კაბინეტში დგას ელექტროფორეზის უახლოესი (2 რუსული და 1 ამერიკული) აპარატი. ჩვენი პროფესიონალები უზრუნველჰყოფენ ამ პროცედურის კომფორტულ გარემოში ჩატარებას.

🙏 ერთი პროცედურის ფასი მხოლოდ 20 ლარია!

☎️ დაჯავშნა: 558 212 755 !

❤️❤️საყურადღებო რეკომენდაცია: ეფექტურია ელექტროფორეზის გამოყენება კომპლექსურ მკურნალობაში სხვა პროცედურებთან ერთად: მიოფასციალური მასაჟი (სპეციალური აპარატით და ხელით), ხერხემლის დაჭიმვა და ვარჯიშები. კლინიკა “სერაფიტში” კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში მუდმივად მოქმედებს აქციები, რაც საშუალებას აძლევს ყველას, მიიღოს სწორი და ეფექტური მომსახურება.

#ელექტროფორეზი #ელექტროფორეზიკარიპაზიმით #ხერხემლისმკურნალობა

Posted in კლინიკა "სერაფიტის" პროცედურები, ხერხემლის თიაქარი | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

ფასდაკლებები, აქციები და საჩუქრები კლინიკა “სერაფიტში”!

15 დღიანი მკურნალობის პაკეტი – სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობა!

1.

საათნახევრიანი სეანსი მხოლოდ 60 ლარად! გადარიცხეთ ერთიანი გადახდის (მინიმუმ 10 სეანსის) პრინციპით თანხა ჩვენს მიერ სატელეფონო (558-212-755) ან ელექტრონული (serafiti.centr@yahoo.com) კომუნიკაციით მოწოდებულ რეკვიზიტებზე და მიიღეთ ერთჯერადი სასაჩუქრე კოდი! მიიღეთ მომსახურეობა თქვენ და აჩუქეთ ერთჯერადი კოდი- თქვენს ახლობელს!

15 ვიზიტი 900 ლარად! არ გეჩვენებათ: კარგად წაიკითხეთ- შეადარეთ, განსაჯეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება! 46F5D66B-598A-4A58-8F44-AC8B28B97853

კომპლექსური პროგრამა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის:
👉 15 დღიანი პროგრამა მხოლოდ 900 ლარად!
☝️☝️  4 კავიტაცია+ 11 EMS თერაპია+  4 ვაკუუმლიფტინგი+ 4 RF ლიფტინგი+ 4 პრესსოთერაპია + 11 აპარატული G5-LPG მასაჟი+ 11 ინფრაწითელი (იაპონური) საუნა!
☝️ შეთავაზების მისაღებად აუცილებელია სრული თანხის ჩარიცხვა კლინიკის ანგარიშზე და სასაჩუქრე კოდის მიღება!
☎️558-212-755 კლინიკა სერაფიტი
—————————————————–

2.

საათნახევრიანი სეანსი მხოლოდ 50 ლარად! (ნაცვლად 80 ლარისა!). გადარიცხეთ თანხა  ჩვენს მიერ სატელეფონო (558-212-755) ან ელექტრონული (serafiti.centr@yahoo.com) კომუნიკაციით მოწოდებულ რეკვიზიტებზე და მიიღეთ ერთჯერადი სასაჩუქრე კოდი! 

მომსახურება ითვალისწინებს:

1. EMS თერაპია (ზურგის, ხელების და ფეხების კუნთების ელექტროსტიმულაციას)- 30წთ;

2. LPG -G5 აპარატული მასაჟი (ზურგი, ფეხები, მუცელი)- 20 წუთი და

3. ხელით მასაჟი ნატურალური ნუშის ზეთით (ზურგი, ხელები, ფეხები)- 40 წუთი!

აჩუქეთ ახლობელს და საკუთარ თავს დაუვიწყარი სიამოვნება!

შეთავაზება გათვალისწინებულია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე- მამაკაცებისთვის! სასაჩუქრე კოდის მიღება და აქციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ მითითებული პირობების შესრულებით.


3.

სქოლიოზის სამკურნალო სრული პაკეტი – 400 ლარად! (10 დღე!)

ერთსაათიანი სეანსი მხოლოდ 40 ლარად! (ნაცვლად 50 ლარისა!). გადარიცხეთ თანხა ჩვენს მიერ სატელეფონო (558-212-755) ან ელექტრონული (serafiti.centr@yahoo.com) კომუნიკაციით მოწოდებულ რეკვიზიტებზე და მიიღეთ ერთჯერადი სასაჩუქრე კოდი! 

სეანსში შედის: დიფერენცირებული მანუალური მასაჟი, ვარჯიშები, იოგა, იზომეტრიული გაჭიმვები, ფიზიოთერაპია (საჭიროების და ექიმის დანიშნულების მიხედვით).

1-2 ხარისხის სქოლიოზის დროს რეკომენდირებულია 10 დღიანი , ხოლო მე-3-4 ხარისხის დროს- 15 დღიანი პაკეტი! (450 ლარი ნაცვლად 600-ისა).

ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში და იმ პირობებით, რაც ზემოთაა ჩამოყალიბებული!

გააკეთეთ სწორი არჩევანი:

კონსულტაციისთვის და ვიზიტის დაგეგმვისთვის დარეკეთ: 558-212-755 (ჯაბა კოხრეიძე).

კონსულტაცია ღირს 30 ლარი.

—————————————————————

ყველაზე პოპულარული პაკეტი ჩვენს პაციენტებს შორის! 👇🏿👇🏿

👌 ხანგრძლივობა- 15 დღე.

✳️ ფასი- 900 ლარი!

👋 ყოველ დღე ჩატარდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია!

♻️ დანარჩენი პროცედურები კი განაწილდება ანამნეზის მიხედვით:

ვარჯიშები (5 დღე),

მაგნიტოთერაპია (10 დღე),

აკუპუნქტურა (4-5 დღე),

ხერხემლის გაჭიმვა (8 დღე),

ინფრაწითელი საუნა (2 დღე),

მანუალური და აპარატული მასაჟი (10 დღე)….

👌👉 თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობაა ერთი საათი!!!

☎️ 558.212.755. გააკეთე სწორი არჩევანი!

Posted in აქციები და ფასდაკლებები, ელექტრონული გადახდები ინტერნეტით | Tagged , , | 4 Comments